top of page

წესები და პირობები

წესები

ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციები და წესები წარმოადგენს შეთანხმებას ჩემ - შპს ათეშ ენდუსტრი-ს (შემდგომში მოვიხსენიებ როგორც, ბიჟუ, Biju ან “ჩემს”, “ჩემი”) და შენს - ვებგვერდის სტუმარს შორის, რომელიც არეგულირებს ჩვენს ურთიერთობას.

 

ვებგვერდზე სტუმრობა და მისი გამოყენება ნიშნავს, რომ შენ იაზრებ და ეთანხმები აღნიშნულ წესებსა და ინსტრუქციებს. გაითვალისწინე, აღნიშნული წესები და ინსტრუქციები პერიოდულად შეიძლება განვაახლო. შესაბამისად, ყოველი სტუმრობისას ამ ვებგვერდის გამოყენება ნიშნავს, რომ ეთანხმები ცვლილებებს. 

რეგისტრაციის შემდგომ, გთხოვ, პერიოდულად შეამოწმო წესები და პირობები. თუ არ ეთანხმები რომელიმე ცვლილებას, მაშინ უნდა შეწყვიტო ვებგვერდით სარგებლობა.
 

 რეგისტრაცია

ვებგვერდის ნებისმიერი სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია, გაიარო რეგისტრაცია, რომლის დროსაც საჭიროა, მიუთითო გარკვეული ინფორმაცია შენ შესახებ, კერძოდ: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტა, ასაკი, სქესი, მისამართი და ბარათის მონაცემები.

გაითვალისწინე, შენი ანგარიშის პაროლი უნდა იყოს უნიკალური და უსაფრთხოებისთვის არ გაუზიარო მესამე პირს

 
მონაცემების გამოყენების პირობები

შენი პირადი მონაცემები დაცულია და არ გადაეცემა მესამე პირს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ელფოსტაზე პერიოდულად ჩემგან შეიძლება მიიღო შეტყობინებები ფასდაკლებებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ. თუ არ გსურს, მიიღო მსგავსი ინფორმაცია, ყოველი შეტყობინების ტექსტში მითითებული იქნება ინსტრუქცია მისი მიღების გაუქმების შესახებ, რომელიც შეგიძლია გააქტიურო სასურველ დროს.
 

გადახდის მეთოდები

ვებ-გვერდით შეკვეთის შემთხვევაში გადახდა განხორციელდება იმ ერთ-ერთი მეთოდით, როელიც არჩეული გაქვთ შეკვეთის პროცესში. გადახდები შესაძლოა განხორციელდეს:

  • VISA,

  • MasterCard, 

შეკვეთა არ გაიგზავნება მანამ, სანამ გადახდა არ მიიღება ან გადახდა არ იქნება ავტორიზებული ან დამუშავებული.

ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათის გამოყენებისას ადასტურებ, რომ აღნიშნული ბარათი შენი საკუთრებაა ან მფლობელისაგან ბარათის გამოყენების უფლება გაქვს.

Payment Methods
bottom of page